არ მაქვს იმისი განცდა, რომ მან ასე, თავისით ნირი იცვალა. აბსოლუტურად სხვანაირად ფიქრობდა 5-6 წლის წინ და ახლა სხვა ადამიანია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.
„რა შეიცვალა ამ წლებში ისეთი, რამაც ეს ადამიანი რადიკალურად შეცვალა? თუ დღეს საქართველოს ფორმალური პრეზიდენტი საერთო დავალების მიცემაში, მიღებასა და როლების შესრულებაში ერთ-ერთი აქტორი არ არის, მაშინ სხვა რა ხდება?! ის ასრულებს გარკვეულ როლს, რომელიც ამ რადიკალური კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ინტერესებში ჯდება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
წყარო: იმედინიუსი