„19 წლის გოგოს ავუგე წესი, ეს გოგო გარდაიცვალა „ბასიანზე“, კლუბური ნარკოტიკით. ეს „ბასიანი“ ჩვეულებრივი ჯოჯოხეთია. ეს გოგო მოკლეს, კი არ გარდაიცვალა”, _ ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ ეთერში ისაუბრა.
“ასე კვდება ძალიან ბევრი ადამიანი და ამაზე არავინ საუბრობს. ეს ხომ მკვლელობაა ჩვეულებრივი. ამაზე საქმე არ აღძრულა, ამაზე არავის არაფერი გამოუძიებია. რატომ არავინ იძიებს ვისია ეს „ბასიანი“? ვისია ეს აზარტული თამაშების ბიზნესი? რამდენი ადამიანი ნადგურდება, ისპობა. ამაზე ვინმე აკეთებს გადაცემებს? მშობლებს უნდა ვუთხრა, თქვენს შვილებს როგორ უშვებთ იქ. კვირა არ გავა, რომ ტაძარში ჩემთან 2 ადამიანი მაინც არ მომიყვანონ კლუბური ნარკოტიკებით ფსიქიკურად განადგურებული.
ამაზე საუბარი არავის არ უნდა. ამაზე არ კეთდება გადაცემები. მინდა მივმართო ჟურნალისტებს, მოდი გააკეთეთ ამაზე გადაცემები. ახალგაზრდები გვეღუპება. მოდი ვიმუშაოთ იმაზე, რომ ამ ახალგაზრდებს სხვა მიმართულება მივცეთ. გვახსოვს “ბასიანი” რომ დაარბიეს, მთელი აქციები მოეწყო. ამ დროს იქ ხალხი იხოცება“, _ ამბობს დეკანოზი.
ცნობისათვის, 28 იანვარს, კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტერიტორიაზე 19 წლის გოგონა შეუძლოდ გახდა. არსებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.