საქართველოს პარლამენტის წევრი, ოპოზიციონერი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში „ორბი ჯგუფის“ მიერ კურორტ ბახმაროში დაანონსებულ მშენებლობას ეხმიანება.
„აქ ამოსული ვუზიარებ ხოლმე ამ სილამაზეს, ამ ზღაპრულობას, ამ სამოთხეს ახლობლებს, ნაცნობებს, მეგობრებს. ყველას უხარია, მაგრამ მე აღარ მიხარია, რადგან კომპანია „ორბი“ ამ მთავრობის ხელდასმით და მხარდაჭერით აპირებს რვა-ცხრასართულიანი კორპუსების მშენებლობას. ეს არის ბახმაროს განადგურება და დასასრული. იმის მიუხედავად, ვინ ვის ვუჭერთ მხარს, ვის რა მოგვწონს, არ შეიძლება ახლა ვუღალატოთ წინაპრების და მომავალი თაობის არჩევანს, რომ საქართველო იყოს ნორმალური.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ბევრი ვიქნებით და ჩვენ ერთად ვიქნებით და ამ სიქათქათეს, უნიკალური კურორტს შევუნარჩუნებთ მომავალ თაობას“, – ამბობს არმაზ ახვლედიანი თავის ვიდეო მიმართვაში.