თბილისის ბაგა-ბაღში აღსაზრდელის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტზე რეაგირება დაიწყო.
მშობლების განცხადებით, მცირეწლოვანი ბაღიდან სახლში სახეზე დაზიანებით დაბრუნდა.
მშობლის მიმართვის საფუძველზე თბილისის #1 საჯარო ბაგა-ბაღის დირექციამ ვიდეო მასალა ამოიღო. ბაღის დირექტორი ბავშვზე შესაძლო ძალადობას ადასტურებს და აცხადებს, რომ გადაცდომის აღმოჩენის შემდეგ ბაღის დირექციამ სამსახურიდან გათავისუფლებულია ჯგუფის აღმზრდელი.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია ეცნობა ჯანდაცვის სამინისტროს. საქმეს ბაღების მართვის სააგენტო სწავლობს.