ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბუკისციხის, სამებას და ვანზომლეთის საჯარო სკოლების ახალრეაბილიტირებულ შენობებში სასწავლო პროცესი 15 იანვარს განახლდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემ განუცხადა.
„2024 წლის 15 იანვრიდან ვანზომლეთის, ბუკისციხის და სამების საჯარო სკოლებში ახალ რეაბილიტირებულ შენობაში განახლდა სასწავლო პროცესი. 2024 წლის 15 სექტემბერს გორაბერეჟოულის საჯარო სკოლა განაახლებს სასწავლო პროცესს ახალ რეაბილიტირებულ სკოლაში, “ – გვითხრა შორენა სიხარულიძემ.
ინფორმაციისთვის, სოფელ ბუკისციხის, სამებას და ვანზომლეთის საჯარო სკოლის შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყო და 2023 წლის ბოლოს დასრულდა.
ავტორი