“მივდივარ ფოთში, მთლიან საქართველოს უნდა გადავუფრინო საჰაერო ბურთით.
_ აქამდე ეს არავის გაუკეთებია?
_ჯერ არა.
_ ეს უნდა ჩაიცვა?
_ თუ წავალ ზღვაში ხო.
_ ცურვა ხო იცი?
_ ცურვა ცოტა, მაგრამ ფრენა უკეთესი.
ეს უნდა იყოს რეკორდული ფრენა”, – ამბობს უთურგაური ვიდეოში, რომელიც ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ ასურეთთან საჰაერო ბურთი ჩამოვარდა. არსებული ინფორმაციით, საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ხაზს შეეჯახა.
საფრენ აპარატში შემთხვევის დროს სამი ადამიანი იმყოფებოდა. საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი ფრინავი დაიღუპა.
ერთ-ერთი დაღუპული “სქაი თრეველის” დამფუძნებელი რევაზ უთურგაურია.