ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სახლთან ძალიან ახლოს მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევა ზემო სურებში მოხდა.
როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ოჯახი უკვე გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. მერია უზრუნველყოფს ქირის გადახდას. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამდგენი კომისია ადგილზე სწავლობს ვითარებას.
ცნობისთვის, ჩოხატაურში მესამე დღეა რაც სტიქიის შედეგად გამოწვეულ ზარალს ითვლიან.
ამავე თემაზე:
რა მდგომარეობაა ჩოხატაურში – სტიქიის შედეგები
ავტორი