„აფრინდა თვითმფრინავი (მისი რეისი იტალია ქუთაისი) მადონა იმ იმედით მოფრინავს, ქალაქი ბარიდან საქართველოში, რომ შვილები რეანიმაციაში ჰყავს… ჩემო საცოდავო, საბრალო გოგო, ემიგრანტო დედავ, რომლის გაყინულ სხეულს უნდა ჩაეხუტო, რომლის გინდა იტირო ან იფიქრო ჩემო ცოცხლად მკვდარო.
რით განუგეშოთ, ან რამე სიტყვები მოიძებნება შენს გასამხნევებლად… არცერთ დედას არ უნდა უკვდებოდეს შვილი და მით უმეტეს, დედას ერთად სამი ანგელოზი.
სული ეწვის ყველას და ყველას სხეულს ცეცხლი აქვს მოკიდებული. ცოცხლად იწვის ყველა ის ადამიანი, ვინც ეს ამბავი გაიგო… უფალო, რატომ ხარ ასეთი მკაცრი რა დააშავა ამ საწყალმა ემიგრანტმა დედამ, ასე რომ ატკინე.
თქვენი დედიკოს განწირული ხმა არ ამომდის ყურებიდან. არ ამომდის მისი სიტყვები ყურებიდან. როდისმე გაივლის ან დაივიწყებს ამ ტრაგედიას ვინმე?
ქ.ლ. მადონას რეისი უკვე აფრინდა და დღეს 8 თებერვალს დაფრინდება ქუთაისის აეროპორტში, იტალიიდან ქალაქი ბარიდან… 14:45 წუთზე“,- წერს სოციალურ ქსელში “ემიგრანტების იმედი-შოთო სიხარულიძე”.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ნერგეეთში მეწყერმა ერთი ოჯახის 4 წევრი იმსხვერპლა _ მამა, გია რობაქიძე, უფროსი ვაჟი, დავითი და ტყუპი და _ ანა და ქეთი.