ჰოლივუდის ვარსკვლავები ყოველთვის გამოირჩეოდნენ თავისი კარგი და ცუდი ჩვეულებებით. დღეს ზოგიერთ მათგანს გაგაცნობთ.
კინორეჟისორმა ვუდი ალენმა თუ წინდა შებრუნებით ჩაიცვა არ გაასწორებს, რადგან მიაჩნია რომ იმ დღეს მრავალ უბედურებას გადაეყრება.
მსახიობი სელმა ჰაიეკი უცხო შენობაში კარის ზღურბლს ყოველთვის მარჯვენა ფეხით აბიჯებს.
ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი ძვირადღირებულ სამკაულებს კატეგორიულად არ ატარებს. საინტერესოა, რომ ქალბატონი ოპრა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი პიროვნებაა.
მსახიობი ედი მერფი როცა ლიფტში შედის, ყოველთვის პირჯვარს იწერს.
მსახიობი რობინ უილიამსი ძალიან ბრაზდება როდესაც ვინმე მარილს აბნევს. ამ შემთხვევაში ის ცოტა მარილს იღებს და მოსალოდნელი უბედურებისაგან თავის დასაცავად ზურგს უკან იყრის.
მსახიობი ლუი ლიუს პირად გარდერობში ვერ ნახავთ ვარდისფერი შეფერილობის ტანსაცმელს. მას მიაჩნია, რომ ეს ფერი ცუდის მომტანია.
მსახიობი დენზელ ვაშინგტონის მუდმივი თილისმა ჯორჯიის შტატში ნაპოვნი ძველი კაუჭია, რომელზეც თავის დროზე დამნაშავე ზანგ მონებს კიდებდნენ. ვაშინგტონი ამ კაუჭს როგორც თავისუფლების სიმბოლოს ისე უყურებს და სახლიდან გამოსვლის წინ თილისმას ყოველთვის ხელით ეხება.
ავტორი