რატომაა სუპერმარკეტებში პროდუქტი ძვირი – ამ კითხვას„ბიზნესპრენიუსთან“ რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, სოფო ქაშაკაშვილმა უპასუხა.
როგორც რესპონდენტი განმარტავს, ფასის სხვაობა გამოწვეულია დიდი საოპერაციო ხარჯებით, საოპერაციო ხარჯების გამო კი სურსათზე შესაბამისი ფასი დგინდება.
„ნათელია, რომ მაღალი საოპერაციო ხარჯებია, რის გამოც სურსათს ედება შესაბამისი ფასი. საოპერაციო ხარჯებში დიდი წილი მოდის ხელფასებზე, კომუნალურ გადასახადებზე, სხვა ხარჯებზე და სწორედ ეს სხვა ხარჯები, რომელიც 2.5%-ს შეადგენს, უჭირავს ახალი რეგულაციების დანერგვას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს სექტორს უწევს „ჰასპის“ და სხვა ძალიან ბევრი სტანდარტის დაცვა, ეს ევალება არაორგანიზებულ ბაზარსაც, მაგრამ ისე აქტიურად მათ არ ამოწმებენ. ჩვენ მაგალითად, შრომის ინსპექცია ყოველ კვირას გვამოწმებს სხვადასხვა საკითხზე. ცოტა უსამართლო მიდგომაა ეს ორგანიზებული ბაზრის მიმართ. არაორგანიზებული ბაზარი კომფორტშია, თან უდიდესი ნაწილი მაინც მათ უჭირავთ. კარგი იქნება, თუ ამასაც მიაქცევენ ყურადღებას. ამ დროს კვლევებით ნათელია, რომ ჩვენს ბაზარზე უფრო მრავალფეროვანი არჩევანია და ფასები თითქმის ერთი და იგივეა, მაგალითად, რძის პროდუქტებზე ორგანიზებულ ბაზარში უფრო დაბალია ფასები, ვიდრე არაორგანიზებულში“, – ამბობს სოფიო ქაშაკაშვილი.
გარდა ამისა, ქაშაკაშვილმა ისაუბრა რეგულაციებთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, მუდმივად ინერგება ახალი რეგულაციები, რაც იწვევს ხარჯების ზრდას. მანვე აღნიშნა, რომ 2023 წლის ზაფხულში სურსათის ფასის რეგულაციებთან დაკავშირებით პროცესი შეჩერდა და მას შემდეგ არანაირი სიახლე არ ყოფილა.
ვრცლად: bpn.ge