გორის მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარას ტყეში დათვი დააბმული ნახეს, _ ინფორმაციას რეგიონული სააგენტო qartli.ge ავრცელებს
ცხოველთა დამცველის თამუნა გოგალაძის ცნობით, დათვი ბელობის დროსაა დაბმული, ამჟამად გაიზარდა და დახმარება ესაჭიროება.
,,ტყეში ჯაჭვზე დაბმულ დათვს სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება,რომელიც ბელობის ასაკში დააბეს, გაიზარდა და მარყუჟი ისე უჭერს ყელში, გადაჭრილი აქვს კისრის და ყელის არე,” – განაცხადა თამუნა გოგალაძემ 2024 წლის 10 თებერვალს.
მან გარემოს დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ცხოველთა დამცველის ცნობით, გარემოს დამცველებმა დათვს მიაგნეს, თუმცა ამ ეტაპზე ვერ ეკარებიან.
გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია..