პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე საკადრო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
“რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მინდა, გავაცნო საზოგადოებას. უკვე ცნობილია, რომ პირველი ვიცე-პრემიერის მოვალეობა დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილს. მას წარმატებებს ვუსურვებ. ქალბატონ თეა წულუკიანს, კულტურის მინისტრს დაეკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობა, ასევე ბატონ ირაკლი ჩიქოვანს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. გვაქვს ცვლილება მთავრობის ადმინისტრაციაში. მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსი გახდება ბატონი მიხეილ ფეიქრიშვილი. თითოეულ თქვენგანს მინდა, წარმატებები ვუსურვო“,– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.