“კობახიძე იქნება პრემიერ- მინისტრი თუ არ იქნება, ეს ოლიგარქიული რეჟიმი გააგრძელებს იმ ხაზს, სადაც მხოლოდ თვითონ მდიდრდებიან და არაფერს აკეთებენ ხალხისთვის. კობახიძის პრემიერ- მინისტრად დანიშვნით, კორუფციული ბუდე არ ჩამოშლილა, ის აქტიურად აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას,” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა.
“როგორი კორუფციული მმართველობაც იყო ბიძინა ივანიშვილის პარტიის მმართველობის პირობებში, ასევე გაგრძელდება ახლაც. კობახიძე პრემიერ- მინისტრი იქნება თუ არ იქნება, ის ოლიგარქიული რეჟიმი იმ ხაზს და იმ გააგრძელებს, რომ მაქსიმალურად საკუთარი გამდიდრებისთვის იზრუნონ და არაფერი გააკეთონ ხახლისთვის, რომელსაც რეალურად ჭირდება მხარდაჭერა და გვერდში დგომა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული შემოსავალი და იმის საშუალება ჰქონდეთ, რომ ოჯახები არჩინომ და არ გადაიხვეწონ სხვა ქვეყნებში იმისთვის, რომ შეინახონ ოჯახები, ამიტომ კორუფციული ბუდე არ დაშლილა, ეს კორუფციული ბუდე აქტიურად აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას,” – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.