მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით, ზამთარი სრულდება, გაზაფხულის მოახლოება კი (Candlemas) ამინდის ხასიათსა და ტემპერატურული ფონის გავრცელებაში უკვე გამოიხატება.
“13 და 14 თებერვალს, ანტიციკლონი და მასთან დაკავშირებული მაღალი წნევა უზრუნველყოფს ატმოსფერული პირობების პროგრესულ სტაბილიზაციას ქვეყნის მასშტაბით. ამგვარად დაიწყება მოკლე პერიოდი, რომელიც ხასიათდება სითბოს გავრცელებით მთელს ქვეყანაში.
დასავლეთ საქართველოსა და სანაპირო ზოლში +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა.
აღმოსავლეთში კი +19, +21 გრადუსამდე დათბება.
კითხვა, რომელიც სპონტანურად ჩნდება, დაკავშირებულია ამ სასიამოვნო კლიმატური ფაზის ხანგრძლივობასთან, ეს იქნება ორ დღიანი საგრძნობი დათბობა, 15 თებერვლიდან ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და რამოდენიმე დღის განვალობაში არასტაბილური, პერიოდულად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი”,_ წერს ფარტენაძე სოციალურ ქსელში.