პარტია “ლელოს” ჩოხატაურელი ლიდერი მალხაზ ჩხიკვაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს ბახმაროში დაგეგმილი ორბი ჯგუფის სასტუმრო კომპლექსის სამშენებლო პროექტთან დაკავშირებით.
“ბახმარო უნდა აშენდეს და დამშვენდეს!!!
ბახმარო უფრო მიმზიდველი კურორტი უნდა გახდეს!!!
ბახმაროს განვითარებას ჭირდება გენერალური გეგმა!!!
ჩემი აზრით, გენერალური გეგმა უნდა შეიმუშაოს ისეთმა ორგანიზაციამ, რომელსაც კომერციული ინტერესი არ ექნება მშენებლობის მხრივ!!!
როდესაც კომერციული ინტერესი ჩნდება, იქ ბევრი კითხვები იბადება!!
კარგად დააკვირდით ბახმაროში ასაშენებელი გრანდიოზული სასტუმროს პროექტს. ერთი თვალის შევლებითაც თვალში საცემია ის, რომ სასტუმროს ერთი ფლიგელი, რომელიც მიმზიდველად გამოიყურება სურათებზე (მითითებულია ისრით) საერთოდ არ არის დამტკიცებულ პროექტში! როდესაც ასეთი შეუსაბამობა ჩნდება, იქვე იბადება უნდობლობა და ბევრი კითხვა!
რატომ განსხვავდება სურათზე წარმოდგენილი შენობა დამტკიცებული პროექტისაგან!
ხომ არ შეეწირება ბახმაროს სილამაზე კომერციიულ ინტერესებს?
სხვა საკითხია რამდენად შეესაბამება ასეთი გრანდიუზული სასტუმრო ბახმაროს და რამდენად დააკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ შემდეგ მოთხოვნას „ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის დაგეგმარების პრინციპებია:
ა) დაგეგმილი განაშენიანება უნდა ჩაეწეროს არსებულ ბუნებრივ გარემოში/ლანდშაფტში, ისე, რომ დაცული იქნას არსებული პანორამული ხედები, ბუნებრივი გარემო და წყლის ბუნებრივი სისტემები, ასევე შეიქმნას და დაცულ იქნას განაშენიანებისგან ღია სივრცეების ქსელი;
ბ) განვითარება უნდა განხორციელდეს კომპაქტური, საშუალო სიმჭიდროვის შერეული გამოყენების კლასტერებად, რომ შემცირდეს სატრანსპორტო მოთხოვნა და განაშენიანების ფართობი;” (დაბა ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტი, მუხლი 2, პუნქტი 2)
კარგი იქნება თუ ამ კითხვებს გაეცემა დასაბუთებული პასუხები!
და კვლავ, ბახმარო ისე უნდა აშენდეს, რომ დამშვენდეს!”_ წერს ჩხიკვაძე.