ჩინეთის საელჩო საქართველოში მყოფ ჩინელებს მოუწოდებს, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან ბოლო პერიოდში ქვეყანაში ქურდობისა და ყაჩაღობის შემთხვევები გახშირდა.
“ბოლო პერიოდში საქართველოში ქურდობისა და ყაჩაღობის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ზოგიერთმა ჩინელმა ტურისტმა დაკარგა სამგზავრო დოკუმენტები და განიცადა ფინანსური ზარალი. გარდა ამისა, საქართველოში მუდმივი წვიმა და თოვლია ზამთარში, გზებზე კი ცუდი მდგომარეობაა. საგრძნობლად გაიზარდა ავტოავარიები და საგზაო უსაფრთხოების ინციდენტები ჩინელი ტურისტების მონაწილეობით.
ჩინეთის საელჩო საქართველოში ჩამოსულ ჩინელ ტურისტებს შეახსენებს, რომ ყურადღება მიაქციონ პირად ნივთებისა და ტრანსპორტის უსაფრთხოებას.
ჩინელი ტურისტების მოწოდებული ინფორმაციით, ხშირია ტაქსის მძღოლებთან კამათის შემთხვევებიც ფასის გამო, რისი მოგვარებაც ხშირად მხოლოდ პოლიციის გამოძახებით არის შესაძლებელი.
ჩვენ ვურჩევთ ტურისტებს შეიძინონ ადგილობრივი SIM ბარათები, ჩამოტვირთონ ტაქსის აპლიკაცია მკაფიოდ მითითებული მარშრუტებითა და ფასებით და ასევე მოერიდონ არალიცენზირებული ტაქსით სარგებლობას, რათა არ გახდნენ თაღლითობის მსხვერპლი”, – წერია განცხადებაში.