ეს წუთია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო კაცი, რომელიც 2006-2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს. სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა. გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად.
მოსამართლე: იზა კელენჯერიძე; პროკურორი: თორნიკე მახათაძე; საქმეში ჩართული იყო მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორი ანა სოსელია.
საქმეზე მუშაობს #phr -ის ადვოკატი ანა თავხელიძე. _ ინფორმაციას პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR ავრცელებს.