სახელგანთქმულმა ამერიკელმა მსახიობმა დასტინ ჰოფმანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ როლი სურათში “ტუტსი”, თავის დროზე დაეხმარა ქალებისთვის უკეთ გაეგო და უფრო მომთმენი მეუღლე გამხდარიყო.
1982 წელს მან ითამაშა ქალად გადაცმული მსახიობი, რომელმაც ეს ნაბიჯი სამუშაოს საშოვნელად გადადგა. იმისათვის, რომ როლი უკეთ გაეთავისებინა, ჰოფმანი უცნობ ხალხს ქალის სახით წარუდგებოდა.
“იმ დროს მამაკაცებიც მცნობდნენ ხოლმე, რომლებიც უხამს ხუმრობებს არ იშურებდნენ ჩემი მისამართით. სახლში დაბრუნებული, ცოლს შევჩიოდი: “ვერც კი წარმოიდგენ, რა ვულგარულად ექცევიან კაცები ქალებს”. ის კი მპასუხობდა: “ძალიანაც კარგადაც წარმომიდგენია!” და მართლაც, მაშინვე ვხვდებოდი, რომ კიდევ ერთხელ წამომცდა სისულელე. ის ხომ დაბადებიდან ქალი იყო და გამუდმებით უხდებოდა “ჩემს მდგომარეობაში” ყოფნა.
მოკლედ, ამ ფილმის შემდეგ ცოლს უფრო კარგად გავუგე და მისი წვრილმანი სისუსტეების მიმართაც უფრო ხშირად ვხუჭავდი თვალს”, – განაცხადა დასტინ ჰოფმანმა.
ავტორი