“გააუქმეთ ყალბი NGO-ები, დახურეთ ანგარიშები, სადაც გერიცხებათ თანხები, სავარაუდოდ, უცხოეთიდან და დაუბრუნდით ქართულ პოლიტიკას, ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება არც რუსულს, არც შვედურს, არც ამერიკულს და არცერთ სხვა ფულს”, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ოპოზიციაში ფინანსების მოსაზიდად ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა ძალიან პოპულარულია, თუმცა ქართული სახელმწიფოს ინტერესებში ეს არ შედის, რადგან ქართული პოლიტიკა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, დააფინანსოს ქართულმა ბიზნესმა.