ფილმში “ჩემი მეგობარი ნოდარი” ჯემალ ღაღანიძე მილიციელ გოგია დავლაძის როლზე მუშაობას ასე იხსენებდა:
“სცენარის მიხედვით, გოგია დავლაძე, ეს სიყვარულითა და ღვინით ერთიანად დამთვრალ-გამოყეყეჩებული მილიციელი, “ტეტეს” სისტემის, მაშინდელი მილიციის სატაბელო იარაღიდან ისვრის ქუჩაში. მომაჩეჩეს ეს “ხალასტოი” ტყვიებიანი “ტეტე” და მითხრეს, ერთი 5-6-ჯერ უნდა გაუბათქუნო ქუთაისის ცასო.
ტკაც! – დაიწყო დუბლი. მოვიმთვრალე თავი, ამოვიღე ის დასაწვავი “ტეტე” და დავუშინე ქუთაისის ლამაზ ცას. არ ივარგა დუბლმა, დავიწყეთ თავიდან. დამიტენეს ეს ჩემი დამღუპველი პისტოლეტი თავიდან და ისევ მივაყარე ტყვიები უდანაშაულო ცას. კიდევ
არ გამოვიდა.
მესამე გასროლით მთელი იმერეთი გავაღვიძე. ჩაითვალა! ამ დროს მოვარდა სირენის წივილით ქუთაისის ნამდვილი მილიციის მთავარი განყოფილების მანქანა. მარჯვედ გადამიგრიხეს ხელები, ამართვეს იარაღი და გამაქანეს. აღმოვჩნდი სამტრედიაში, სადაც მილიციის უფროსი ქეიფობდა. ჩემს დანახვაზე მას სიცილი აუტყდა და სუფრასთან მიმიწვია, თან “ამიხსნა”: ეს იმიტომ გავაკეთე, რომ რესტორანში “შემომეტყუებინეთ”, აბა, მართლა კი არ დაგიჭერთო”.
ავტორი