2024 წლის 20-22 თებერვალს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის გუნდმა, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობების წევრები, მცირე და საშუალო მეწარმეები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრების მონაწილეებმა ისაუბრეს გურიაში ეკონომიკური განვითარების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. ასევე, შეაფასეს საჯარო-კერძო დიალოგის არსებული პრაქტიკა და იმსჯელეს გაუმჯობესების გზებზე. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტი ხორციელდება HELVETAS Swiss Intercooperation-ის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანი საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაა. ამ მიზნის მისაღწევად, პროექტი, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით გამოავლენს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერ ინიციატივებს, გააძლიერებს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებს შორის კოორდინაციას და დანერგავს სიახლეებს სამიზნე რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პოლიტიკის ინსტიტუტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია და PwC საქართველო. ამასთან, პროექტი მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოში სხვადასხვა საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved