ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო წლების ყველაზე უჩვეულო სასამართლო საჩივრები შეადგინეს.
„მოდავეთა კონკურსის“ აბსოლუტური გამარჯვებული გახდა კანზასის შტატის პატიმარი, ქალაქ ავრორას მცხოვრები, 23 წლის ჯეს დიმიკი. მას, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილს, 11 წლით პატიმრობა მიესაჯა. ჯესმა თავისი ყოფილი მძევლებისგან, მორალური და სამკურნალო კომპენსაციისთვის, 235 ათასი დოლარი მოითხოვა. საჩივარში დიმიკი ამტკიცებს, რომ იგი მოატყუეს: დამნაშავე მძევლებს სთავაზობდა ფულს, თუ ისინი მას პოლიციელებს დაუმალავდნენ, მაგრამ, ვერაგმა მოქალაქეებმა იგი მოატყუეს და პოლიციას ჩააბარეს.
რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა ილინოისის მცხოვრები და-ძმა მოინერების სარჩელმა. 23 წლის სტივენი და 20 წლის კეტრინი საკუთარ დედას მშობლის მოვალეობის ცუდად აღსრულებაში ედავებოდნენ. კომპენსაციისთვის ისინი დედისგან 50 ათასი დოლარის გადახდას მოითხოვდნენ.
მესამე ადგილზე აღმოჩნდა ნიუჯერსელი დიასახლისი, რომელმაც „პარამუს“ ქსელის 21-ე მაღაზიისგან 5 მილიონი დოლარი მოითხოვა 80 ცენტის საკომპენსაციოდ, რომელიც მან იმის გამო დაკარგა, რომ მაღაზიის გამყიდველმა არ გაითვალისწინა მისი, როგორც მრავალშვილიანი დედის ფასდაკლების ბარათი.
მეოთხე ადგილზე გავიდა პენსილვანიელი სისხლის სამართლის დამნაშავე, თომას გალოვეის სარჩელი. იგი დამნაშავედ ცნეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების გამო, რითაც მან ბარ „ენვიში“ თავისი ოპონენტი დაჭრა. მაშინ ბარში ორმა მოქალაქემ ნამდვილი კოვბოური დუელი გამართა. სარჩელში გოლოვეიმ კომპენსაციისთვის 20 ათასი დოლარი მოითხოვა ბარის მფლობელისგან, რომელიც თავზე დამტყდარი ყველა უბედურების გამო დაადანაშაულა. მისი აზრით, ბარის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს სტუმართა დაცვა და შესასვლელშივე უნდა გაიჩხრიკოს კლიენტები.
ავტორი