მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დასავლეთ საქათველოში ჰაერის ტემპერატურა +21 გარდუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +12 გრადუსამდე დათბება.
“ზამთრის ბოლო დღეა და რა მშვენიერი ამინდია ყველგან, მზე ანათებს ჩვენს გულებში და ეს ყველას გვათბობს…
გაზაფხულსაც ზღაპრული – მზიანი და თბილი ამინდის ფონზე შევხვდებით.
უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა; დასავლეთ საქართველოში +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს აღმოსავლეთში კი +10, +12 გრადუსამდე დათბება.
ვრცლად არ ვწერ, რადგან კარგი მეტეო პირობები თვითონ საუბრობს თავის თავზე.
გისურვებთ ამინდივით მშვენიერ, მზიან განწყობას”,_ წერს ფარტენაძე.