ყველა ჩოხატაურელის საყვარელი ექიმის, იზო ცინცაძის შვილი, მერაბ სიხარულიძე გარდაიცვალა.
მერაბს სოციალურ ქსელში მეგობრები ემშვიდობებიან.
“შენც წახვედი მერაბა…
სითბო, სიკეთე, სიყვარული, რაც შეიძლება დატოვო ამ ქვეყნად აი, ეს დარჩა…
ერთ უბანში გავიზარდეთ.. განსაკუთრებულად მიყვარს მისი ინტელიგენტების ოჯახი… ბავშვობის უდარდელი წლები გვაერთიანებდა…
ამხელები როდის გავიზარდეთ წასვლა, რომ შეიძლება?! შენს გაფრენასთან ერთად თითქოს გაფრინდა ჩვენი ბავშვობაც…
მუდამ კეთილშობილური განწყობის გამომხატველი თვალები, მუდამ თავაზიანი, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული… შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო, ყველას სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი…
დაუჯერებელია შენი არყოფნა. გული და სული თან წაიღე, რატომ შენ?
შენს დედას ალბათ აღარაფერი ანუგეშებს… არ დაუმსახურებია იზო ექიმს ასეთი სიმწარე… დედა, რომელიც მთელი ცხოვრება სხვისი იმედია…
არ მჯერა, რომ ამ სიტყვებს ვწერ. იქით ის ადამიანები გელოდებიან ვისაც შენ ყველაზე მეტად უყვარხარ!
შეხვედრამდე მერაბ”, _ წერს სოციალურ ქსელში მერაბის მეგობარი, ჩოხატაურელი გიორგი სირაძე.…