მოქალაქეთა საკმაოდ დიდი ნაწილი სპეციფიურ ჯგუფებში წერს ან ჩვენ მოგვმართავენ, სად უნდა გადაყარონ ნასხლავი თუ სხვადასხვა ფოთლები, რაც საგაზაფხულო სამუშაოების დროს გროვდება:
„გამარჯობათ. მაინტერესებს, რას უშვრებით წალამს. დაწვა რომ აკრძალულია. საკუწი ტრაქტორის გარდა. ვისაც დიდი ჰექტრები აქვთ, სად მიაქვთ. აქვე გეტყვით. სამინისტროს ცხელ ხაზზე დავრეკე დ პასუხი ასეთია გადაყარეთ… სად გადავყაროთ არც იმას გეუბნებიან .” მართალია თუ არა, რომ 2000-იანი ჯარიმაა ან სად წაიღონ?
„გურია ნიუსი“ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, საიდანაც ასეთი კომენტარი მოგვაწოდეს:
„ეგაა მინდვრების და ფოთლების წვაზეც პრობლემა, სად წავიღოთო, რომ კითხულობენ. მუნიციპალურ ურნაში/მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე უნდა გადაყარონ,“ _ გვითხრეს აქ.
გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას ყოველთვის აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.
ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.
ავტორი