საფრანგეთში არალეგალურად მყოფი 58 საქართველოს მოქალაქე საქართველოში დააბრუნეს,_ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთში არარეგულარულ სიტუაციაში მყოფი ქართველების რაოდენობამ იმატა შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზების ლიბერალიზაციისა და საფრანგეთთან პირდაპირი საჰაერო კავშირების ფართო შეთავაზების წყალობით. Covid-19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ პარიზის CDG, ბოვეს და ნიცას აეროპორტებს საქართველოდან ემსახურება პირდაპირი ავიახაზები კვირაში ექვსი რეისით.
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საფრანგეთის მიერ 2013 წლიდან არის შეყვანილი უსაფრთხო ქვეყნების სიაში, საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის მოთხოვნამ საგრძნობლად მოიმატა: +103.4% 2020-2021 წლებში, +114.3% 2021-2022 წლებში. 2023 წლამდე საფრანგეთი იყო ქართველი თავშესაფრის მაძიებლების დანიშნულების ადგილი, ხოლო საქართველო მეოთხე ქვეყანა თავშესაფრის მოთხოვნის საფრანგეთში, ავღანეთის, ბანგლადეშისა და თურქეთის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა 2023 წელს შემცირდა, საქართველო კვლავ რჩება შვიდეულში თავშესაფრის მოთხოვნის წარმოშობის ქვეყნების რეიტინგში”,_ აცხადებს საელჩო.