გურიაში გაზაფხულის ადრიანი შემოსვლა, ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში იგრძნობოდა. უთოვლო და საკმაოდ თბილი ზამთრის ფონზე, კაშკაშა მზიანი დღეები და ღამის ყინვები, გურულებს კანონზომიერად მიაჩნიათ.
გულღია, ტრადიციულად იუმორით გაზავებულ საუბარში ამბობენ, „იქნებ, როგორმე ღამითაც არ დათბეს, რომ ყველაფერი უცებ არ აყვავდეს, თორემ თუ საგაზაფხულო წაყინვებმა დაჰკრა, აი, ჩვენთვის თავში კეტის დაკვრას ნიშნავს, მოსავალი არ გვექნებაო“.
არადა, ტყემლები მაინც პატარძლებივით გამოეწყვნენ _ პოეტის ნათქვამის შესაბამისად:
„ისე აყვავდა გზისპირ ტყემალი,
ისე ჩუმად და ისე მალულად…
თითქოს ამდგარა თეთრი ქალწული
და ქორწილიდან გამოპარულა“…
ავტორი