ვერძი
დღეს გარშემომყოფთა მიმართ ეცადეთ მეტი გულისხმიერება და სითბო გამოხატოთ. იყავით თავშეკავებული და შეინარჩუნეთ ემოციური სიმშვიდე, ნუ გააღვივებთ კონფლიქტურ მუხტს.
კურო
დაისვენეთ, მიეცით თქვენს თავს განტვირთვის, ნებივრობის საშუალება, ისწავლეთ საკუთარ თავთან მარტო დარჩენით სიამოვნების მიღება. შესაძლოა მცირე იმედგაცრუებამ ხასიათი გაგიფუჭოთ.
ტყუპები
ეცადეთ იყოთ ლოგიკური და თანმიმდევრული, ახალი საქმეების წამოწყებამდე გადააავლეთ თვალი ძველს. დაასრულეთ აღებული ვალდებულებები, მოაწესრიგეთ საშინაო თუ სამსახურეობრივი სივრცე.
კირჩხიბი
ახლა არ არის სუსლწრაფობისა და დაუფიქრებლად მოქმედების დრო. გამოიჩინეთ წინდახედულება და კეთილგონიერება, ამგვარად ყველა საქმეს გაართმევთ თავს.
ლომი
მიჰყევით შეგრძნებებსა და ინტუიციას, ნურაფერს ინანებთ, გაუზიარეთ გარშემომყოფებს თქვენი განწყობა, სითბო და საპასუხოდ მიიღებთ გაცილებით დიდ ემოციებს, რომელიც დიდი მოტივაცია იქნება ნებისმიერი საქმიანობისთვის.
ქალწული
მშვენიერი განწყობა გაქვთ, განსაკუთრებით ეფექტურად წარიმართება მოლაპარაკებები და შეხვედრები, სასიკეთო დღეა პირად-სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, როგორც მსუბუქი ფლირტის, ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვა-დაგეგმვისთვის.
სასწორი
გახალისდით, თქვენი განწყობა თქვენს ხელთაა, შეიტანეთ სიახლეები თქვენს იმიჯში, ურთიერთობებში, გადაახალისეთ თქვენი გარემო, გაფილტრეთ ურთიერთობები.
მორიელი
შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ეცადეთ ნაკლები ყურადღება დაუთმოთ ჭორებსა და ავ ენებს. დაკავდით თქვენი საქმით, სასიკეთოდ წარიმართება ნებისმიერი სახის მოლაპარაკება.
მშვილდოსანი
დღეს ფორტუნა თქვენს სასიკეთოდ მუშაობს, განწყობა და ენერგო-ტონუსი გაძლევთ საშუალებას აქტიურად ჩაერთოთ ნებისმიერ სფეროში. მოაგვარეთ თქვენი გადადებული საქმეები და ეცადეთ მეგობრებთან შეხვედრისთვისაც გამოყოთ დრო.
თხის რქა
წარმატებული დღის წინაპირობაა განწყობა, შესაბამისად დილიდანვე იზრუნეთ პოზიტიური განწყობის შექმნაზე, ნუ ჩაუღრმავდებით უსიამოვნებებს, დღეს ეცადეთ მეტი ფერები და იუმორი შეიტანოთ ურთიერთობებში.
მერწყული
დღეს სჯობს ოჯახის წევრებთან ერთად, კომფორტულ გარემოში გაატაროთ დრო. ნუ დაგაღონებთ მოულოდნელი ხარჯები, ფინანსებთან დაკავშირებით სიტუაცია მალე დასტაბილურდება.
თევზები
შესაძლოა, ოჯახში ან სამსახურში თავი იჩინოს ძველმა დაშვებულმა შეცდომებმა, ან ხარვეზები გაჩნდეს იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდით, თუმცა თქვენი დაკვირვებულობა სიტუაციას მალე გამოასწორებს.