ვერძი
დილა აქტიურ საქმიანობას დაუთმეთ. შეეხმიანეთ ნათესავებს. შეასრულეთ საოჯახო ვალდებულებები.
კურო
გააუმჯობესეთ არსებული კონტაქტები. მოაწყვეთ ოჯახური ვახშამი. დაპატიჟეთ დიდი ხნის უნახავი ნათესავები.
ტყუპი
სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად კარგი დღეა. მოაწესრიგეთ ტექნიკა. მიირთვით სასარგებლო პროდუქტები. არ დაგავიწყდეთ წყლის სმა.
კირჩხიბი
კარგ წარმოდგენას შეუქმნით გარშემო მყოფებს საკუთარ თავზე. საღამოს გაგიუმჯობესდებათ განწყობა.
ლომი
დისკუსიების, საოჯახო და სამემკვიდრეო საკითხების მოგვარების დღეა. გაგიმძაფრდებათ ინტერესი მუსიკისა და რელიგიისადმი.
ქალწული
კარგი დღეა პროდუქტების შესაძენად. მეტი დრო დაუთმეთ ნათესავების საქმეების მოგვარებას. ზოგიერთს რომანტიკული ავანტიურა ელის.
სასწორი
მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. ურთიერთობებში ნუ დაუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას.
მორიელი
კარგი დღეა კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად. საღამო დაუთმეთ რომანტიკას, მუსიკის მოსმენას.
მშვილდოსანი
დილიდან აქტიურად ჩაერთეთ საოჯახო საქმეებში. ზოგიერთი ლიდერის პოზიციასაც მოირგებს.
თხის რქა
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მოერიდეთ ეჭვიანობას, გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.
მერწყული
ინიციატივისა და შესაძლებლობების გამოვლენა კარგია დღის პირველ ნახევარში. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას, ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
თევზები
დილა საოჯახო საქმეების შესრულებას დაუთმეთ. სიით წადით საყიდლებზე, არაფერი დაგავიწყდეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან, ნათესავებთან ერთად გაატარეთ.