ცნობილი ოზურგეთელი ბიზნესმენი, შპს „ვასაძის პურის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ვასაძე, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდიცვალა.
ბიძინა ვასაძე 1961 წელს, სოფელ ლიხაურში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. პარალელურად უმაღლესი იურიდიული განათლებაც მიიღო.
ბიძინა ვასაძე გასული საუკუნის 90-იანი წლებში ოზურგეთის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსად მუშაობდა. შემდეგ კი საგადასახადო ინსპექციაში.
2003 წლიდან კი ბიზნესსაქმიანობას შეუდგა ძმასთან, მერაბ ვასაძესთან ერთად შექმნა შპს „ვასაძის პური“ და მალე საწარმომ წარმატება და პოპულარობა მოიპოვა.
2015 წელს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის მიერ, ბიძინა ვასაძე სპეციალური მედლით დაჯილდოვდა.
ბიძინა ვასაძე, ძმასთან ერთად, არაერთხელ ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას. გამოირჩეოდა საუკეთესო ადამიანური და პროფესიული თვისებებით.
იყო საუკეთესო ოჯახის მამა და პატრონი. მეუღლე და შვილები წარმატებული ადამიანები არიან და საზოგადოებაში პატივისცემით სარგებლობენ.
გამორჩეულად მეგობრობდა „გურია ნიუსთან“. დაარსების დღიდან იყო ჩვენი ხელმომწერი და თანამდგომი.
ვწუხვართ ნიჭიერი და წარმატებული ადამიანის გარდაცვალებას და „გურია ნიუსი“ სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, საზოგადოებას.
ბიძინა ვასაძეს, 12 მარტს, ოზურგეთში დაკრძალავენ.
ავტორი