რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთს აფრთხილებს, რომ ტექნიკურად ბირთვული ომისთვის მზადაა და თუ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში ჯარს გაგზავნის, ეს კონფლიქტის მნიშვნელოვან ესკალაციად ჩაითვლება.
“სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ“, – განუცხადა 71 წლის პუტინმა ტელეკომპანია Rossiya-1-ს და საინფორმაციო სააგენტო RIA-ს კითხვაზე, იყო თუ არა ქვეყანა მართლაც მზად ბირთვული ომისთვის.
პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების აუცილებლობას ვერ ხედავს.
გარდა ამისა, პუტინის განცხადებით, აშშ-ს ესმოდა, რომ თუ ის ჯარს განათავსებს უკრაინაში – რუსეთი ამ ნაბიჯს ინტერვენციად განიხილავს.