დღეს, ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან ანთაძემ, პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანთან, ვასო ურუშაძესთან ერთად საწვავის ფასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
“როგორ ხდება ისე, რომ ნავთობპროდუქტებს თვითღირებულების შემდეგ ემატება თითქმის იგივე ფასი, რაც თვითღირებულებაა ნავთობპროდუქტის და რატომ აღარიბებს ეს ხელისუფლება მოსახლეობას, თუნდაც საწვავის ფასის კუთხით, რადგან საწვავი მოქმედებს ყველაფერზე – პროდუქტზე, სოციალურ მდგომარეობაზე და პირდაპირი გავლენა აქვს ამასთან. ეს უნდა ახსნას ამ ხელისუფლებამ თუ რის ხარჯზე, რა კარტელური გარიგებების ხარჯზე ხდება ეს, რომ თითქმის იგივე ფასი ემატება საწვავის თვითღირებულებას,“ – განაცხადა ლევან ანთაძემ.