ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში მცხოვრები ქალბატონი ეშანა კალანდაძე 99 წლის გახდა.
“საუკეთესო შვილების, შვილიშვილების და შვილთაშვილების აღმზრდელ ქალბატონს, სოფლის საამაყო შვილს ეშანა კალანდაძეს ვულოცავთ დაბადების 99 წელს საუკეთესო სურვილებით. უფალმა დიდხანს გვიმყოფოს თქვენი თავი, სოფლის ცოცხალო მემატიანევ”, _ ვკითხულობთ იანეულის საჯარო სკოლის ფეისბუქგვერდზე.
ვულოცავთ ქალბატონ ეშანას იუბილეს და ვუსურვებთ, კიდევ დიდხანს დამტკბარიყოს თავისი შთამომავლობის ცქერით.