ასტროლოგ სოფია ბზეკალავას განცხადებით, 25 მარტს და 8 აპრილს დაბნელების კორიდორები იხსნება. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” დილის გადაცემის რუბრიკაში განაცხადა.
“25 მარტამდე არის მნიშვნელოვანი პერიოდი, რომ გავიაზროთ ურთიერთობები და შევცვალოთ. მოიმატებს ემოციურობა. 25 მარტს იქნება მთვარის დაბნელება სასწორში. ეს ნიშნავს, რომ 8 აპრილამდე ვემშვიდობებით წარსულს, ვემშვიდობებით ყველაფერს რაც წარსულთან გვაკავშირებდა. უნდა მოხდეს ჩახსნა ტრამვული სცენარების და 8 აპრილიდან, როდესაც იქნება დაბნელების ახალი პერიოდი, დაიწყება ახალი მე, ახალი სამყარო ჩემთვის”,_ განაცხადა ასტროლოგმა.
ასტროლოგის თქმით, აღნიშნული პერიოდი ყველაზე მეტად ვერძის, სასწორის, თხის რქას და კირჩხიბის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შეეხება.
“ეს არის მინიშნება, რომ დრო დადგა რაღაც გააზრება მოხდეს და კარდინალური ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში. ეს არის მხოლოდ პირადი ურთიერთობები, ეს არის საქმიანი ურთიერთობებიც, რომელიც მოითხოვს რესურსს”,_ განაცხადა ბზეკალავამ.