https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ვივლით თუ არა წრეზე?!”  _ დირექტორების გამოცდები და მოსალოდნელი შედეგები ოზურგეთში

9:53; 18.03.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

როგორც ცნობილია, გასულ წელს სკოლების დიდ ნაწილს, არჩევნებში გამარჯვებული დირექტორები ჩაუდგნენ სათავეში, თუმცა, არაერთგან დარჩა მოვალეობის შემსრულებელი. იყო გახმაურებული და სკანდალური პროცესებიც, ამა თუ იმ კანდიდატის არჩევა-გადარჩევასთან დაკავშირებით.

19 თებერვალს, განათლების სამინისტროს მიერ, საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიზნით, დირექტორობის კანდიდატების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო და 29 თებერვალს დასრულდა. გამოქვეყნდა შესარჩევი კონკურსის საგამოცდო პროგრამა, ტესტის ნიმუში და რეგისტრაციის ინსტრუქცია.

ის პირები, რომლებიც ფლობენ საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ მოქმედ სერთიფიკატს, კონკურსს მხოლოდ გასაუბრების ეტაპიდან შეუერთდებიან. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მათ გავლილი ექნებათ ელექტრონული რეგისტრაცია და შერჩეული და მითითებული ექნებათ, ასევე, რაოდენობა არა უმეტეს სამი სკოლისა, სადაც სურთ დასაქმება.

როგორც წესი, დირექტორობის კანდიდატი, რომელსაც სერტიფიკატი აქვს, შემდეგ გასაუბრებას გადის განათლების მინისტრის ინდივიდუალური, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს. დირექტორობის კანდიდატები ასარჩევად წარედგინებიან მხოლოდ იმ საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს, რომელსაც დირექტორობის უფლების მქონე პირები მიუთითებენ ელექტრონული რეგისტრაციის დროს.

9 მარტს ქობულეთში ჩატარდა დირექტორთა სერტიფიცირებისთვის გამოცდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ის ოზურგეთელი მასწავლებლები, რომელთაც დირექტორის პოზიციის დაკავების სურვილი აქვთ. უფრო კონკრეტულად, საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატთა გამოცდა, დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატის მისაღებად ჩატარდა და პასუხი _ დადებითი ან უარყოფითი, მინიმუმ, ათი დღის განმავლობაში ეცნობებათ.

ჩვენ ამჯერად ვსაუბრობთ ოზურგეთში არსებულ მდგომარეობაზე. აქ, განსაკუთრებით იმ სკოლებში, სადაც მოვალეობის შემსრულებლები იკავებენ პოზიციას, უკვე დარეგისტრირდნენ გამოცდაგავლილი მასწავლებლები, დირექტორობის მსურველი კანდიდატები.

ქალაქ ოზურგეთის რამდენიმე საჯარო სკოლის მიმართ, განსაკუთრებული ინტერესი არსებობს და მათ შორის არის მეოთხე საჯარო სკოლა. როგორც ვიცით, გასულ წელს, აღნიშნულ სკოლაში საკმაოდ ხმაურიანი აქციებიც კი გაიმართა დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლის, ტარიელ კალანდაძის მხარდასაჭერად. სკოლის სამეურვეო საბჭოდან, დირექტორობის კანდიდატს, ხათუნა ლომთაძეს მხოლოდ ერთმა წევრმა მისცა ხმა.

ხათუნა ლომთაძეს დირექტორობის სერტიფიკატი უკვე აქვს და როგორც გვითხრა, მხოლოდ გასაუბრებაზე მოუწევს გასვლა.

ოზურგეთის სკოლებში, გარდა მეორე საჯარო სკოლისა, ყველგან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იკავებს პოზიციას, ანუ ოთხ სკოლაში უნდა მოხდეს დირექტორის არჩევა. თუმცა, ყველაზე მეტი ინტერესი, როგორც ვთქვით, მაინც მეოთხე საჯარო სკოლის ირგვლივ არსებობს.

_ გასულ წელს ჩავაბარე დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდები. გავიარე გასაუბრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. შემდეგი ეტაპი სკოლის შესარჩევი გასაუბრება იყო. განაცხადში მივუთითე მეოთხე და პირველი საჯარო სკოლები. მეოთხე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ არჩევნებზე, როგორც ყველამ იცის, არ მომცა ხმა სუბიექტური მიზეზების გამო! ასე ახსნა ეს პროცესი სპორტის მასწავლებელმა, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ტატო შეწირულმა, ჩემთან სატელეფონო და პირად საუბრებში. ახლა ისევ გამოცხადდა კონკურსი. ისევ იგივე სკოლები მოვნიშნე _ პირველი და მეოთხე სკოლა. როგორც ვიცი, მეოთხე სკოლაში დირექტორობის მსურველი ოთხი კონკურსანტია. თავად მოქმედი, მოვალეობის შემსრულებელი ტარიელ კალანდაძე და მისი მოადგილე ირმა კვაჭანტირაძე, მე და კიდევ ერთი კანდიდატი. ამ ეტაპზე, აშკარაა, რა იყო ჩემი სამეურვეო საბჭოზე უნდობლობის გამოცხადების მიზეზი. ეს არის კალანდაძე-კვაჭანტირაძის გაერთიანება. მე ისევ ვაგრძელებ მუშაობას მეოთხე საჯარო სკოლაში, ვარ წამყვანი მასწავლებელი. მოვლენების განვითარების მიუხედავად, არსად წასვლას არ ვაპირებ, _ ამბობს მეოთხე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი, დირექტორობის კანდიდატი, ხათუნა ლომთაძე.

ის, ასევე, განმარტავს, რომ ტატო შეწირულის აღიარების გამო, (მას სამეურვეო საბჭომ პირადი ინტერესის გამო არ მისცა ხმა), განცხადებით მიმართა და ახსნა-განმარტება მოითხოვა:

_ პასუხად კი, იცით, რა მითხრეს? _ კენჭისყრა ფარული იყოო. არადა, ეს არც მომითხოვია. ვითომ ვერ გაიგეს, რის განმარტებას ვითხოვდი, _ ამბობს ქალბატონი ხათუნა.

მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი, ტარიელ კალანდაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ იქ დირექტორობის მსურველი ხუთი ადამიანია დარეგისტრირებული, თუმცა, მათი ვინაობა არ იცის. ბატონმა ტარიელმა, როგორც ჩანს, უფრო თავშეკავებული პასუხი ამჯობინა, თორემ ქობულეთში ჩატარებული გამოცდების შემდეგ, სოციალურ ქსელში ფოტოც კი გამოქვეყნდა, სუფრასთან როგორ ულოცავენ ის და მეოთხე სკოლის სხვა პედაგოგები დირექტორობის კანდიდატს, ირმა კვაჭანტირაძეს გამოცდის ჩაბარებას და ამაში არც არაფერია გასაკვირი.

კითხვაზე, თავად მიიღებს თუ არა დირექტორობის არჩევნებში მონაწილეობას, ტარიელ კალანდაძემ გვითხრა, რომ სავარაუდოდ, მიიღებს.

ბატონი ტარიელი, როგორც ვთქვით, სერტიფიცირებული კანდიდატია და მხოლოდ ბოლო ეტაპზე _ გასაუბრების დროს შეუერთდება კონკურსს.

ხათუნა ლომთაძე კი, რომელიც კვლავ აპირებს კონკურსში მონაწილეობას, ამბობს, რომ დიდი ალბათობით, წრეზე სიარული მოუწევთ:

_ ტარიელ კალანდაძე ირმა კვაჭანტირაძის კანდიდატურას, დიდი ხანია, ამზადებს თავის შემცვლელად. თუ ის გასაუბრების ეტაპს კვლავ ვერ გაივლის, ამჯერად, კვაჭანტირაძეც კანდიდატია. თუ ისიც ვერ გაივლის და ვთქვათ, მე წარმატებით გავივლი, მათი სამეურვეო საბჭო ისევ არ მომცემს ხმას. ანუ წრეზე სიარულსაც უნდა ველოდოთ… სამწუხაროდ ასეა. ვივლით თუ არა წრეზე, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ახლახან გამოქვეყნდა განათლების სამინისტროს აუდიტის ანგარიში, სამეურვეო საბჭოს როლის ფორმალურ ხასიათზე, სკოლების მართვის პროცესში. მისასალმებელია ეს ფაქტი. უკვე თვით სახელმწიფოც კი დაეჭვდა და დაფიქრდა სამეურვეო საბჭოების მუშაობაზე, _ ამბობს ხათუნა ლომთაძე.

ჩვენ არაერთგზის ვეცადეთ, დავკავშირებოდით ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ტატო შეწირულს, რათა გვეკითხა იმ ზეწოლის შესახებ, რაზეც ხათუნა ლომთაძე საუბრობს. თუმცა, მან ჩვენს არც ერთ სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დირექტორობის ხუთი კანდიდატი იქნება ქალაქ ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაშიც.

ამ სკოლის ამჟამინდელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაია თავართქილაძე, როგორც თავად გვეუბნება, ამ პოზიციაზეა, 14 წელია:

_ მე მონაწილეობა მივიღე გამოცდაში, რომელიც ქობულეთში ჩატარდა. კმაყოფილი ვარ. პასუხი, როგორც გვითხრეს, ალბათ, ათი დღის ვადაში მაინც იქნება. ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში, ერთი ვადით ვიყავი არჩეული დირექტორი, შემდეგ კი მოვალეობას ვასრულებდი. გასულ წელს გამოცდა კი ჩავაბარე, გასაუბრების დროს ვერ მივიღე სასურველი შედეგი. რა თქმა უნდა, განაცხადი დაწერილი მაქვს და აქ, პირველ სკოლაში მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში. როგორც მე ვიცი, სულ აქ არის დირექტორობის ხუთი კანდიდატი, თუმცა ვინაობა კონფიდენციალურია, _ გვითხრა ქალბატონმა მაიამ.

დაზუსტებული ინფორმაციით, დირექტორობის მსურველი ხუთი კანდიდატის განაცხადია შესული, ქალაქ ოზურგეთის მესამე საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციის დასაკავებლადაც. არჩევნებში მონაწილეობის მსურველი, ერთ-ერთი ქალბატონი, პროფესიით ისტორიკოსი, დიდი გამოცდილების მქონე მასწავლებელი ლელა საჯაიაა. ის ქობულეთში ჩატარებულ გამოცდაში მონაწილეობდა და აცხადებს, რომ კმაყოფილია:

_ გავიარე გამოცდა. კმაყოფილი ვარ. შედეგს ათი დღის ვადაში ველოდებით. გეტყვით, რომ 30 წელია, რაც განათლების სისტემაში ვარ. მრავალმხრივი გამოცდილება მაქვს. მასწავლებელთა პედაგოგიურ გადამზადებაშიც ვატარებდი ტრენინგებს. მხოლოდ ახლახან გადავწყვიტე, ჩავრთულიყავი ამ პროცესში. აქამდე შორიდან ვადევნებდი თვალს. ერთი სიტყვით, მიყვარს ჩემი საქმე და რატომაც არა, მივიღებ დირექტორის არჩევნებში მონაწილეობას, _ გვითხრა ლელა საჯაიამ.

ქალბატონმა ლელამ, ასევე, დაადასტურა, რომ ოზურგეთის მესამე საჯარო სკოლაში, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხუთი კანდიდატის მიერ არის განაცხადი გაკეთებული, თუმცა, მათი ვინაობაც კონფიდენციალურია.

როგორც ვხედავთ, წინ საინტერესო პროცესი გველის, რომლის საბოლოო შედეგი, წესით, დღემდე არსებულზე უკეთესი უნდა იყოს. ჩვენ თვალს მივადევნებთ ამ ყველაფერს და უახლეს ინფორმაციებს აუცილებლად მივაწვდით მკითხველს.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

მაია თავართქილაძეხათუნა ლომთაძე
გაზიარება10Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

მოგზაურობისთვის ემზადები? – გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

18:40; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

09:28; 23 სექტემბერი, 2026

დაგვიანებით გახსნილი   რვამილიონნახევარი ლარის ღირებულების ორი საბავშვო ბაღი   ლანჩხუთში

სამსახურის მენიუ

ყველა სიახლე

საზოგადოება

მოგზაურობისთვის ემზადები? – გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

18:40; 23.09.2026
მსოფლიო

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

18:10; 23.09.2026
სამართალი

ნადირობისას გასროლილ საფანტს მოზარდი ემსხვერპლა

16:46; 23.09.2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23.09.2026
სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23.09.2026
ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23.09.2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23.09.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:01; 23.09.2026
მსოფლიო

რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

10:32; 23.09.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9:33; 23.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:28; 23.09.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

9:26; 23.09.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო

18:50; 22.09.2026
საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო