სამტრედიის ძიუდოს სკოლის აღსაზრდელმა საბა ნაცვლიშვილმა საგარეჯოში, სოფელ პატარა ჩაილურში გამართულ ჭიდაობის შეჯიბრზე ,,ბერიკაობა 2024″- ზე პირველი ადგილი დაიკავა.
აღნიშნული ასპარეზობა კახეთში ყოველწლიურად იმართება და ის სახალხო დღესასწაულს ბერიკაობას ეძღვნება.
მდიდარი საჭიდაო ტრადიციების მქონე კუთხეში, საკმაოდ გამოცდილ მოჭიდავეებს შორის, თავის ასაკში საბა ნაცვლიშვილი დაუმარცხებელი აღმოჩნდა, საუკეთესო შედეგი აჩვენა და გამარჯვება მოიპოვა.
9 წლის საბა ნაცვლიშვილი ძიუდოს პროფესიონალურ დონეზე სამტრედიის ძიუდოს სკოლაში ერთი წელია ეუფლება. მისი მთავარი მწვრთნელი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ავთანდილ თარგამაძეა, ხოლო მწვრთვნელი ბესარიონ შვანგირაძე.
გასულ წელს საბა ნაცვლიშვილმა ორი მედლის მოპოვება შეძლო. გასულ წელს მან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სიმონ საყვარელიძის სახელობის სპორტული სკოლის მიერ ორგანიზებულ რესპუბლიკურ ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა,თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის თასზე კი ჭიდაობა ძიუდოში უმცროს ჭაბუკთა შორის, 30 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.
ავტორი