2024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია. ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: სტიქტიური მოვლენები და ბუნებრივი კატასტროფები – როგორ ამოვიცნოთ საშიშროება და როგორ მოვიქცეთ ამ დროს; ნარჩენების მართვა – შემცირება, ხელახალი გამოყენება, რეციკლირება და აღდგენა; მდგრადი ენერგიის წყაროები, როგორც გარემოზე ზემოქმედების შერბილების საშუალება; ბიომრავალფეროვნების მართვა, მისი დაცვის მექანიზმი; გარემოს დაბინძურება და მისი შედეგები.
„საინტერესოდ ვითარდება ჩვენი ტრენინგები. გასაოცარი ენთუზიაზმი აქვთ ახალგაზრდებს. გასულ წელს, ორივე სკოლაში ფარული კენჭისყრით უფროსკლასელებმა აირჩიეს ეკო ელჩები, რომელთა ნომერ პირველი მოვალეობაა, იზრუნონ გარშემომყოფთა განათლებაზე. გვახარებს, რომ ჩვენთან მიღებული ცოდნის და გამოცდილების განვრცობა ხდება. ეკო ელჩები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან დაკისრებულ მოვალებას. ამის დასტურია ჩვენი აქტიური კომუნიკაცია, ტრენინგების მიღმაც. მნიშვნელოვანი პროექტია და დიდი მადლობა ბახვი ჰესს იმ შესაძლებლობისთვის, რომელსაც მთისპირელ და ჩხაკაურელ მოსწავლეებს სთავაზობს. ჩვენ ტრენერებიც უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ ბავშვებთან კომუნიკაციით და მათთვის იმ ცოდნის გადაცემით, რომელიც ასე საჭიროა 21- ე საუკუნეში არსებული გამოწვევების ფონზე“, – აცხადებს კომპანია „ვიარფესტის“ ხელმძღვანელი და ტრენერი, ხათუნა იოსავა. „ჩვენი სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო კომპონენტი ის მიმართულებაა, რომლის განხორციელებითაც უდიდესი წვლილი შეგვაქვს ბავშვების განვითარებაში, . ეს კი, ძალიან გვახარებს, რადგან ახალგაზრდა თაობის განათლებაში ჩადებული ინვესტიცია, ჩვენთვის ყელაზე საამაყო და სასიხარულოა. ვფიქრობთ, ის ცოდნა და გამოცდილება ამ ასაკში ჩვენთვისაც რომ გადმოეცა ვინმეს, ბევრი საკითხი უკეთ იქნებოდა მოგვარებული დღეს. გარემოსდაცვა ჩვენი ყველას საზრუნავია და თუ როგორ უნდა იზრუნო სწორად, ამის ცოდნა, დღეს ფასდაუდებელია. ახალ სემესტრს ახალი, საკმაოდ საინტერესო თემებით ვიწყებთ. ტრადიციულად, იგეგმება ექსკურსიაც. წარმატებები მინდა ვუსურვო როგორც ტრენინგის მონაწილეებს, ასევე, ორგანიზატორებსაც“, – განაცხადა ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ. მთისპირის სკოლა ჩხაკაურას სკოლა ტრენინგ კურსი ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო მიმართულების ერთ-ერთი პროექტია, რომელიც 2021 წლის გაზაფხულიდან არსებობს. 2023-2024 სასწავლი წლის პროგრამა სექტემბერში დაიწყო და ორივე სემესტრს მოიცავს. შეხვედრები მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლებში თვეში ერთხელ ტარდება. პროექტი უფროსკლასელთათვის, კერძოდ 9,10,11,12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და მიზნად ისახავს ბავშვებში ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვით საკითხებში, ასევე, ცოდნის გაზიარებას განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ და ინფორმაციის მიწოდებას პროფესიულ ორიენტაციის საკითხების ირგვლივ. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved