მოსკოვში, Crocus City Hall-ში, მომხდარი სროლისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TASS საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. კომიტეტი ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა კვლავ გაიზრდება.
რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი 140-ს აჭარბებს.
ცნობისთვის, უცნობმა პირებმა მოსკოვში, Crocus City Hall-ში ცეცხლი გახსნეს. სროლის შემდეგ გაჩნდა ხანძარიც.
თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტი მიმდინარეობდა.