მარხვის პირველ შაბათს, ტაძრებში იკურთხება წანდილი – კოლიო, ამ შემთხვევაში უკვე ცოცხალთა სახელზე აღესრულება დიდმოწამე თეოდორე ტირონის სავედრებელი კანონი და წანდილის კურთხევა, რის შემდეგაც დაურიგდებათ მორწმუნეებს, ამ დროს ხდება დალოცვა – კურთხევა ოჯახებისა.
დღეს ხდება მოხსენება და დალოცვა ოჯახებისა, არ დარჩეთ ამ დიდი მადლის გარეშე, არ დატოვოთ თქვენი ოჯახები უფლის წყალობის, სიხარულის მიღმა.
ლოცვა თეოდორე ტირონისადმი
ყოვლისავე სრულ – მყოფელო სიტყვითა შენითა უფალო, რომელმან უბრძანე ქვეყანასა ნაყოფისა აღმოცენება, მოღებად და განსასვენებელად ჩვენდა, რამეთუ თესლითა მით რომლისა ჰსჭამდენ სამნი ყრმანი არა შეიგინნეს ტაბლისა მისგან არა – წმიდისა, და ამისთვისცა იხსნენ სახმილისა მისგან ცეცხლისა. ეგრეთვე ყოვლად-სახიერო მეუფეო თესლი
ესე, შენისა თვითოეულისა თესლისა ნაყოფი აკურთხე, და რომელთა მიიღონ ამისგან წმიდა – ჰყავ სადიდებელად შენდა, და პატივად დიდისა მოწამისა შენისა თეოდორე ტირონისა, და რომელთა მოიღეს ესე მოსახსენებელად მონათა შენთა მორწმუნეთა..ამინ.
“საქართველოს იმედი”