კაცმა მეზობელი გოგო დაჭრა. შემთხვევა ღამით, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მოხდა.
“პრაიტაიმის” ინფორმაციით, ინგოროყვას კლინიკაში ამბობენ, რომ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„ინგოროყვას გადაუდებელი მდგომარეობების დეპარტამენტში 22:00 საათზე შემოვიდა ახალგაზრდა ქალი, 27 წლის, რომელსაც სხეულის მიდამოზე აღენიშნებოდა სხვადასხვა ზომის შემავალი სისხლმდენი ჭრილობები. ჭრილობები ბლაგვი საგნით არის მიყენებული. შემოსვლისას ჩატარდა გადაუდებელი ღონისძიებები. ამ ეტაპისვის გოგოს მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. გრძელდება დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული კვლევები, დაკვირვება. ის რჩება გადაუდებელი მდგომარეობების დეპარტამენტში“, – განაცხადა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ექიმმა ეკატერინე მიქელაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.