ძველ ეგვიპტეში სილამაზის ეტალონად გამხდარი ქალი მიიჩნეოდა, შავი, გრძელი, დაწნული თმით და მწვანე, ნუშისებური თვალებით.
ეგვიპტეში თმის არსებობას ებრძოდნენ. არა მარტო თმას იჭრიდნენ, არამედ მთელ სხეულზე არც ერთ ბეწვს არ იტოვებდნენ.
ეგვიპტელი ქალებიც და კაცებიც თმის შეჭრის შემდეგ სელის, მატყლისა და ბუნებრივი თმისგან დამზადებულ პარიკს იყენებდნენ. ქალები თმას შავი ხარის ცხიმისა და ყვავის კვერცხის ნაზავით იღებავდნენ.
სწორედ ეგვიპტელების გამოგონებაა წითელი ხოჭოებისა და ჭიანჭველას კვერცხებისგან დამზადებული პომადა და ფრჩხილის ლაქი – ცხვრის სისხლისა და ქონისგან.
დედოფალ კლეოპატრას საყვარელი პუდრის შემადგენლობაში ნიანგის ექსკრემენტი შედიოდა!
ავტორი