კრიპტოვალუტის ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟის FT-ის დამფუძნებელ, სემ ბენკმან-ფრიდს, აშშ-ში სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
Washington Post-ის ინფორმაციით, სასამართლომ კრიპტო ინვესტორს კლიენტებისთვის 11 მილიარდი დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება დააკისრა.
“ბენკმან-ფრიდი ამბობს, რომ შეცდომები დაუშვეს, მაგრამ მან არ გამოხატა სინანული საშინელი დანაშაულის ჩადენის გამო,”_ განაცხადა ფედერალურმა მოსამართლე ლუის კაპლანმა.