ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, ნეაპოლში ჩავიდა და Pineta Grande-ს კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარა.
კვარაცხელიას მარცხენა ბარძაყის მომხრელი კუნთის ძლიერი შეჭმუხნვა დაუდგინდა და 30 მარტს “ატალანტასთან” მისი თამაში ძალიან საეჭვოა.
ხვიჩამ კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე თერაპიის კურსი გაიარა და სატრენაჟორო დარბაზში მსუბუქად დაიტვირთა. ნეაპოლური გამოცემების ცნობით, ხვიჩას ბერგამოელებთან მატჩში მონაწილეობის საკითხი უახლოეს საათებში გადაწყდება, თუმცა ამის შანსი მცირეა და მის ნაცვლად სასტარტოში, სავარაუდოდ, ჯაკომო რასპადორი იქნება.
წყარო: sportall.ge