რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა უაზროა, რადგან ის ეფუძნება მიუღებელ ცნებებს, როგორიცაა მოსკოვის გასვლა მის მიერ დაპყრობილი ტერიტორიებიდან.
ლავროვმა მოსკოვის გაზეთ „იზვესტიას“ განუცხადა, რომ შემოთავაზებული სამშვიდობო სამიტი წარმატებას ვერ მიაღწევს მანამ, სანამ მისი ფუნდამენტური ბაზები არ შეიცვლება, მათ შორის, რუსეთის მონაწილეობის უფლება.
„ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვართ დისკუსიების გასამართად, მაგრამ არა (უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულის“ საფუძველზე“, – განუცხადა ლავროვმა გაზეთს.