გამოძალვისთვის გასამართლებული ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი თავისუფალია.
ერთ-ერთი ტელეგრამ არხი ავრცელებს იმ მანქანის ვიდეოკადრებს, რომლითაც სავარაუდოდ კალაშოვმა კოლონიიდან გამოსვლის შემდეგ, ტერიტორია დატოვა.
კრასნოდარის მხარის უსტ-ლაბინსკის რაიონულმა სასამართლომ 13 მარტს დააკმაყოფილა “შაქრო მოლოდოის” მოთხოვნა ჯანმრთელობის მიზეზების გამო ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
კალაშოვი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტია. 2013 წელს, კრიმინალური ავტორიტეტის, დედ ხასანის (ასლან უსოიანი) მკლელობის შემდეგ, მას “რუსეთში No1 კანონიერი ქურდი” უწოდეს.
მთავარიტვ