მადონა თანამედროვეობის კუმირია. მას ბაძავენ და ეთაყვანებიან. თავისი კარიერა მან დაიწყო 37 დოლარით ჯიბეში. ახლა მისი ჰონორარები ასტრონომიულ რიცხვებს აღწევენ. როგორ მიაღწია ასეთ პოპულარობას? ჟურნალისტებმა შეეცადეს მისი ფენომენის ახსნა მისივე სიტყვებით – ამოკრიბეს მადონას სხვადასხვა ინტერვიუებიდან გამონათქვამები საკუთარ თავზე, კარიერასა და მამაკაცებზე.
მადონა საკუთარ თავზე
„სასტიკი და პატივმოყვარე ვარ, ყოველთვის ზუსტად ვიცი, რა მინდა. თუ ეს „სტერვად“ მაქცევს, თანახმა ვარ“.
„ყოველთვის ვიცოდი, რომ როგორც ვარსკვლავს ისე უნდა მექცეოდნენ“.
„საკუთარი თავისთვის ექსპერიმენტი ვარ. მე ხელოვნების ნიმუში ვარ”,
„საკუთარ თავს სერიოზულად არ აღვიქვამ“.
„თქვენ სიმშვიდე გმართებთ, ხოლო მე არავისი არაფერი მმართებს“.
„მე უკვე აღარ მაღელვებს, რომ სხვები ჩემსავით იმოსებიან. ახლა მინდა, რომ სხვებმა ჩემსავით იაზროვნონ“.
„არ ვიქნები ბედნიერი იქამდე, სანამ არ ვიქნები ღმერთივით ცნობილი“.
მადონა კარიერასა და პოპულარობაზე
„ცუდია, რომ როცა ხარ პოპულარული, პირადი ცხოვრების ნაკლებობას განიცდი და არ გაქვს უფლება, დაუშვა შეცდომა, ვინაიდან ყოველდღე შენ გაკვირდებიან, როგორც პეპელას მიკროსკოპის ქვეშ“.
„ხანდახან იმისთვის, რომ სასურველს მიაღწიო, „სტერვა“ უნდა იყო“.
„ასეთი სახელით, მადონა, როგორ ვიქნებოდი სხვა? მე ან მონაზონად გამოვდგებოდი, ან იმად, რაც ახლა ვარ. სხვა ვარიანტები არ მქონდა“.
„მე მინდა იყო ისეთი, როგორც განდი, მარტინ ლუთერ კინგი ან ჯონ ლენონი.. მხოლოდ ცოცხალი“.
„პოპულარობა შეიძლება დამანგრეველი იყოს, ნარკოტიკივით. მას ბედნიერება, სიცოცხლის სრულყოფილება და საკუთარი თავის მნიშვნელობის შეგრძნება მოაქვს, მაგრამ არ შეუძლია, ნამდვილი ღირებულებები დაჩრდილოს“.
ავტორი