“მოუსმინეთ ისრაელელ ებრაელს (გავრცელებული ამბავია რომ ებრაელებმა იციან როგორ გამოიმუშაონ ფული) – თუ სერიოზულად მივუდგებით საკითხს, ბევრად უკეთესია იშოვო სამუშაო და ყველაფერი გააკეთო კანონის ფარგლებში, ეს უსაფრთხოც არის და სასარგებლოც როგორც მწარმოებლისათვის, ასევე მომხმარებლისათვისაც.
გამოგიტყდებით, რომ თავიდან არ მინდოდა პრესას დავკავშირებოდი რამდენიმე მიზეზის გამო. ერთ ერთი მიზეზი ისაა, რომ ეს გარკვეულწილად რისკია ყველა მხარისათვის, განსაკუთრებით ახლა, როცა ისრაელში ომი მიმდინარეობს და მსოფლიოს ყველა მხარეში მატულობს ანტისემიტიზმი, მე თავს შევიკავებდი პუბლიკაციისაგან რომ არ გამეღვიძებინა „ანტისემიტური დათვი“ და კიდევ იმიტომ რომ არ მიმეყენებინა ტკივილი ნებისმიერი სხვისთვის მიუხედავად მათი რელიგიური, ეროვნული კუთვნილებისა-საქართველოშიც ხომ დღეისათვის ბევრი ებრაელი ცხოვრობს.
მაგრამ ჩემი აზრით აუცილებელია ფართოს აზოგადოების საქმის კურსში ჩაყენება, რადგან საქმემ, რომელზედაც ქვემოთ მინდა ვილაპარაკი უკვე სახიფათო სახე მიიღო და ქმნის საფრთხეს არამარტო ებრაელთათვის, არამედ ფართო საზოგადოებისათვის, რომელიც ფრთხილად უნდა იყოს და თავი შორს დაიჭიროს ასეთი სახიფათო „ბიზნესისაგან“, რომლითაც ბევრი ცდილობს რომ ისარგებლოს.
საქართველოში „თავის დაცვის“ კანონის, ჩემი აზრით არასრულყოფილების გამო, სარგებლობენ კანონის ლაფსუსებით და ხშირად საქმეში კრიმინალური მენტალობა სჭარბობს.
ერთი წუთით, გვერდზე რომ გადავდოთ ანტისემიტიზმი, წარმოიდგინეთ, საქართველოს მოქალაქემ იყიდა საცხოვრებელი სახლი, ორთავე მხარემ ხელი მოაწერა შეთანხმებას ყიდვა-გაყიდვის შესახებ, მყიდველმა სრული თანხა გადაიხადა, შეიძინა ამ სახლისათვის ავეჯი, და მოემზადა გადავიდეს მის ახალ ნაყიდ სახლში, საცხოვრებლად, ოჯახთან ერთად.
აღსანიშნავად ღირს, რომ ღირებულების სრული თანხის დაფარვამდე, გამყიდველსა და მყიდველს შორის ურთიერთობა იყო ფანტასტიური, მაგრამ მყიდველის მიერ თანხის სრულად დაფარვის შემდგომ, როცა მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმებისამებრ, უნდა მომხდარიყო საცხოვრებელი სახლის გადაცემა მყიდველისათვის – რომ იტყვიან „კატაც ტომრიდან ამოხტა“ – გამყიდველმა ოჯახთან ერთად უარი განაცხადა სახლის დატოვებზე.
ამის შემდეგ იწყება ანტისემიტური გამოხტომები და დამუქრებები გამყიდველების მხრიდან და ნელ ნელა ამოტივტივდა მათი ნამდვილი გეგმაც – აეძულებინათ მყიდველი უარი ეთქვა უძრავ ქონებაზე-მაგრამ ეს გეგმაც ჩაუვარდათ.
მაშინ როცა ამ მუქარებმა არ გაჭრა, თავის ახალ ნაყიდ სახლში დაბრუნებულ მყიდველს უფრო მაღალ დონეზე ორგანიზებული წინააღმდეგობა ხვდება. მეზობლების მოტყუებით ჩარევით, მყიდველის მიერ შეძენილი ავეჯის ქურდობა და მცდელობა, ახალი მფლობელის ძალით განდევნისა მისი უკვე შეძენილი საცხოვრებელი სახლიდან.
სწორედ ამ დროს, ხშირად შემთხვევები ისე არ მიდის როგორც დაგეგმილია, გამყიდველი იღებს ტრამვას, რომელსაც მას აყენებს მყიდველი ანუ მესაკუთრე საკუთარი თავის დაცვის დროს-ანუ იძულებითი მოგერიებისას.
სამწუხაროდ, საქართველოში, დაიცვა საკუთარი თავი, თუნდაც საკუთარ საცხოვრებელ სახლში – არცთუ მთლად ჭკვიანური აზრია – რადგან როგორც ირკვევა ამ ქვეყანაში არ მოქმედებს იძულებითი მოგერიების ანუ თავის დაცვის მიზნით წინააღმდეგობის გაწევის დამარეგულირებელი კანონები და საკუთარ სახლში მომხდურის მოგერიებისათვის შესაძლო იქცე აგრესორად.
ამის შემდეგ დაგდებენ ბრალს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, ან მიკვლელობის მცდელობისათვის, მოგისჯიან მრავალ,მრავალ წელს, დახარჯავ უამრავ ფულს იურიდიულ დაცვაზე, თუმცა კიდევ გაუძულებენ გაიღო კომპენსაცია ფსევდოდაზარალებულის სასარგებლოდ.
ასეთი სცენარით მოვლენების განვითარება ნებისმიერის ირგვლივ შეიზლება განვითარდეს, ამ შემთხვევაში კი საქმე მამაჩემს-იგორ ასკაროვს ეხება. 70 წლის ისრაელელმა ებრაელმა საცხოვრებელი სახლი შეიძინა ოზურგეთში ვიქტორ (ვიტო) და დათო საბაშვილებისაგან. მას შემდეგ რაც ანტისემიტურმა თავდასხმებმა მამას შეძენა არ გადაფიქრებინა, ძმები საბაშვილები მას თავს დაესხნენ, საკუთარ საცხოვრებელ სხლში. გაყიდვიდან კარგა ხნის შემდეგ, მაშინ როცა მამაჩემმა აუკრძალა მათ მისივე საკუთრებაში არსებულ სახლში შესულიყვნენ და შემთხვევა მოხდა მაშინ, როცა მამაჩემმა ძმებს სახლში ქურდობაზე წაასწრო და ქურდობის მცდელობა აღკვეთა. როგორც ვთქვი, ეს შემთხვევა ამ სახლის მამაჩემის მიერ შესყიდვიდან და გადაფორმებიდან, კარგა ხნის შემდეგ მოხდა.
ვფიქრობ ამ ისტორიის გასაჯაროვება აუცილებელია რადგან ფრთხილად ვიყოთ მსგავს სიტუაციებში რომ არ გავხდეთ ან არ დავუშვათ „გამომძალველობა“ თაღლითების მხრიდან.
იქედან გამომდინარე რომ „თავისა და საკუთარი უფლებების დაცვის“ კანონი საქართველოში არასრულყოფილია – შეუძლებელი ხდება დაიცვა საკუთარი ქონება და ოჯახი მსგავსი ექსცესებისაგან.
ასეთი მიდგომებით მსხვერპლი ხდება თავდამსხმელი და დამნაშავე, ხოლო თავდამსხმელი და დამნაშავე პირიქით-მსხვერპლი.
მეტიც ახლა თავდამსხმელები, რომელიც მოქმედმა სასამართლომ მსხვერპლად აქცია, თავს აძლევენ უფლებას მოითხოვონ ნებისმიერი, თუნდაც კოლოსალური თნხები კომპენსაციისათვის.
მაშინვე მეუღლემ, ე.წ. „მსხვერპლის“ – საბაშვილის, ქეთევან ხიდაშელმა, ჩვენი ოჯახისაგან მოითხოვა 50 ათასი აშშ დოლარი-მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არაერთხელ განაცხადეს, რომ კომპენსაციას არ ითხოვენ, რადგან „მსხვერპლი“ საავადმყოფოდან სამ დღეში გამოწერეს.
სამართალდამრღვევი, რომელიც მამაჩემს სხვებთან ერთად დაესხა თავს მამაჩემის საცხოვრებელ სახლში და მოვლენების განვითარების შედეგად დაიჭრა, შემდგომში თვითონ გახდა მოსამართლეც და მთავარი „პალაჩი“ – ეს შანტაჟის კლასიკური ნიმუშია, რაც გვაიძულებს საჯაროდ ვამხილოთ ისინი.
70 წლის მამაჩემი, რომელიც მუდმივ მკურნალობას ექვემდებარება უკვე ორწელიწადნახევარია ციხეში ზის და მე მისი შვილი-რომელიც მის დაცვას ვუზრუნველყოფ, ვხვდები რომ მოვხდი ქვეყანაში სადაც მხოლოდ ერთი-თავგადასავლები მელოდება.
თუ ჩვენ ვერ შევძლებთ საპროცესო გარიგების მიღწევას ან მუხლის შეცვლას – მას კიდევ უფრო მძიმე სასჯელი ემუქრება.
აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ წავიდეთ შეთანხმებაზე – ბრალის აღიარებაზე – თავის ცნობა დამნაშავედ თავდასხმა სიცოცხლის ხელყოფის მიზნით, რომ შევძლოთ მისთვის სასჯელის (მას ოზურგეთის სასამართლომ 7 წელი მიუსაჯა) შემსუბუქება. ვითხოვთ რომ სასამართლომ გაითვალისწინოს მისი ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ტრადიცია გვავალდებულებს მტერსაც კი, თუკი ამას საჭიროება მოითხოვს, გავუწიოთ სამედიცინო დახმარება. ქალბატონ საბაშვილსაც შევთავაზეთ კომპენსაცია, რომ მთლიანად აგვენაზრაურებინა მისი მეუღლის ჯანმრთელობის სარეაბილიტაციო პროცესი. ეს იმიტომაც, რომ ის არ წასულიყო წინააღმდეგი ჩვენი და პროკურატურის შეთანხმებისა ბრალის შემსუბუქების პროცესში. რათა ბრალდების მხარემ გაითვალისწინოს მსჯავრდებულის ასაკი და ჯანმრთელობა და მოგვეცეს მისი ექსტრადირების საშუალება ისრაელში შემდგომი მკურნალობის მიზნით.
ჩემდა გასაკვირად, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე თვითონვე ითხოვდნენ გარკვეულ თანხებს, ვიქტორ საბაშვილი არ წამოვიდა ამაზე და მოითხოვა კოლოსალური თანხა, რაც ახლოსაც ვერ მივა საქართველოში მსგავს სიტუაციებში გადახდილ თანხებთან-ახლა მეორეჯერ „ამოხტა კატა ტომრიდან“ – რადგან მისი ინიციატივიდან გამომდინარე მოხდა ბრალის აღიარება რაც შეთანხმების გარეშე კიდევ უფრო მეტ საშიშროებას უქმნის მამაჩემს და ავღმოჩნდით სიტუაციაში როცა ადამიანები უკვე მამაჩემის სიცოცხლით მევაჭრებიან.
მძიმე მდგომარეობაა არამარტო ებრაელისათვის, არამედ ნებისმიერი მოლაქაქისათვის, რადგან სისხლის სამართალი და სამოქალაქო საქმე ერთმანეთში არ უნდა იყოს აღრეული და ადამიანის თავისუფლება ვითომ „მსხვერპლის“ ხელში – რომელიც მოითხოვს იმდენს-რამდენიც უნდა – რაც ტიპიური გამომძალველობაა.
სამართლიანი იქნებოდა მეორე მხარე დამჯდარიყო მოლაპარაკების მაგიდასთან და თუ ვერ მოვრიგდებოდით ყველაფერი სასამართლოში-სამოქალაქო საქმით გარკვეულიყო მოსამართლის მიერ.
მე დიდი სიამოვნებით ვუპასუხებდი მის პრეტენზიებს სასამართლოზე და სასამართლო ჩამოყალიბებულიყო და არა ასე-როცა თვითონ „დაზარალებული“ წყვეტს-რამდენიც უნდა და როგორ უნდა. ყოველგვარი დოკუმენტური მტკიცებულებების გარეშე-მტკიცების რეჟიმში რომ თუ მას არ მისცემენ იმდენს რამდენსაც ითხოვს ის არ იქნება თანახმა სასჯელის შემსუბუქებაზე. მიუხედავად მამაჩემის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა.
სამართლიანები რომ ვიყოთ უნდა ვთქვათ რომ თავიდან ბატონი საბაშვილი არ იყო წინააღმდეგი საპროცესი გარიგების-მაგრამ როცა გაიგო რომ მას კანონი ბევრის შესაძლებლობებს აძლევს-ცდილობს მისით მაქსიმალური სარგებელი მიიღოს-თუმცა ამ ეტაპზე დუმილის რეჟიმშია.
მე ვფიქრობ, რომ თუ მე წავალ დათმობებზე, ეს ბევრად გაართულებს ებრაელთა მდგომარეობას საქართველოში. მაგრამ მეორეს მხრივ ყველა პატიოსანი ადამიანისთვის პრიორიტეტულია თავის ოჯახის უსაფრთხოება, მითუმეტეს ჯანმრთელობა მოხუცი მამის, მე მინდა საბაშვილების ოჯახს საჯაროდ მივმართო-შეწყვიტეთ დუმილის რეჟიმი-ის გამოსავალი არ არის-და კომპენსაციის საკითხი გადავწყვიტოთ სასამართლოში-დუმილი ამართლებს ჩვენს პრეტენზიებს. მოდი ვიმოქმედოთ სუფთა სინდისისა და სამართლიანობის პრინციპით-ჩემი ყველა მცდელობა დაგკავშირებოდით იკარგებოდა თქვენს დუმილში და ბრალდებებში.
სამწუხაროა, რომ ამ საქმე ლაიტმოტივად გასდევს ის ანტისემიტური განწყობები, რომლებიც საბაშვილების ოჯახშია და რამაც შობა კიდეც ეს კონფლიქტი.
ამიტომ მე არ მაქვს სურვილი გავრისკო მამაჩემის ჯანმრთელობით და ვემზადები შემხვედრი ნაბიჯებისათვის-კერძოდ სასამართლოში სამოქალაქო სარჩელისათვის – საბაშვილების ოჯახის ანტისემიტიზმში დასადანაშაულებლად-ამის შესაბამისი მტკიცებულებები საკმაოდ გამაჩნია და კიდევ ვაგროვებ.
გარდა ანტისემიტიზმისა ამ ოჯახმა დაარღვია ყიდვა გაყიდვის შეთანხმება, მოგვაყენა დიდი სულიერი ტკივილი და უზარმაზარი ფინანსური ზარალი.
ვმუშაობ იურისტებთან, რომ მომზადდეს სამოქალაქო სარჩელი თავისი მტკიცებულებებით რომ ერთხელ და სამუდამოდ შედგეს პრეცენდენტი რომ ასეთი „კანონიერი გამომძალველობა“ დასრულდეს.
რომა ასკაროვი, ისრაელი”.
იმის მიუხედავად, რომ ეს მასალა მხარის მიერაა მოწოდებული, ფასიანია და სხვა მედიებში უკვე გამოქვეყნდა, “გურია ნიუსი” აუცილებლობად მიიჩნევს, მკითხველის მიაწოდოს მეორე მხარის პოზიცია. ამიტომ, დავუკავშირდით საბაშვილების ოჯახს. ოჯახი არ მიიჩნევს საჭიროდ უპასუხოს ბრალდებებს, მით უმეტეს, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ; მედიის მიერ ამ მასალის გავრცელების შესახებ კი მათი პოზიცია ასეთია:
„Მინდა ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო, რაც დაკავშირებულია ე. წ. “საზოგადოებრივი აზრის” შექმნასთან.
დღეს უმეტესი ინტერნეტ მედიის მუშაობის პრინციპი ასეთია:
1. სიმართლე ძნელად დასადგენია, სტატიის სათაური, კონტენტი, სკანდალურია, გათვლილია რეიტინგზე, ამ დროს ინფორმაციის სიზუსტეზე არავინ ზრუნავს, და ასეთი სტატიების გამოქვეყნების მიზანი სულაც არ არის საზოგადოების ინფორმირებულობა. Მისი მიზანი მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღება და ამავე დრო დამაზიანებელია ფართო მკითხველისთვის.
2. Შეკვეთილი სტატიები _ გადაიხადე თანხა, და თუ გინდათ წუხანდელი სიზმარი დაწერეთ, ნებისმიერი რამ, რაც თავში მოგივათ დაწერეთ, ფოტოებიც მიამაგრეთ, პრობლემა არ არსებობს.
არანაირი ჟურნალისტური ეთიკა არ შეაკავებთ მედიის რედაქტორებს, არც შინაგანი ხმა არაფერს უკარნახებთ, ისე მიიღებენ სტატიის გამოქვეყნების გადაწყვეტილებას. საინტერესოა, საკუთარი ოჯახის წევრებზეც რომ მოუტანონ ცილისმწამებლური სტატია, იმაშიც ფულს აიღებენ და დაბეჭდავენ? რამდენად ზნეობრივია მათი ქმედება, Რამდენად კანონიერია?
იტყვით, ალბათ, თუკი ცილისწამებაა, უჩივლეთო… საქართველოში სამწუხაროდ მორალური ზიანის ანაზღაურება კი არა, ფიზიკურად შეიძლება გაგანადგურონ და იმის კომპენსაციას არავინ გადაგიხდის. სამწუხარო პრაქტიკაა, რომელიც შესაცვლელია. ცილისმწამებელ ადამიანს თავად უნდა ქონდეს ხელთ უტყუარი ფაქტები და სასამართლო უნდა წყვეტდეს ნებისმიერ დავას.
სამწუხაროდ, ჟურნალისტიკა დაკავდა ამ საქმიანობით და სტატიებს პინგპონგის ბურთივით აქვეყნებენ ხან ერთი მხარის მიერ შეკვეთილს, ხანაც _ მეორე მხარის, ამაში თავად ხეირობს და ზიანდება როგორც მართალი, ასევე მკითხველი.
3. Შესაბამისად, იქმნება მცდარი საზოგადოებრივი აზრი, რომელიც დაცლილია ზნეობისგან, რაციონალური აზროვნებისგან, ღრმავდება მხარეებს შორის დაპირისპირება, იკარგება ზღვარი, სად შეიძლება წითელი ხაზების გადაკვეთა. არ აქვს მნიშვნელობა თუ რას ეხება სტატია _ პოლიტიკურია, ბიზნეს პარტნიორებს შორის გაურკვევლობაა, ქონებრივი დავაა, კრიმინალია, ოჯახში ძალადობაა, თუ უბრალოდ ორ ადამიანს შორის კონფლიქტია.
მასმედიის დღევანდელი როლი ისეთივე მიუღებელი და ბინძურია, როგორც თავად დაინტერესებული პირის (რომელიც უამრავ თანხას იხდის შეკვეთილი სტატიის გამოქვეყნებაში) ბრძოლის მეთოდები!
4. Რამდენად მიზანშეწონილია მედიაში დაიბეჭდოს შეკვეთილი წერილი, რომელშიც უამრავი ცილისწამებაა და მიზანი ამ წერილისა არის ადრესატის დაშინება და შანტაჟი, მაშინ, როცა მეორე მხარე არ აპირებს ამ ბინძურ პოლემიკაში ჩართვას? Რამდენად მიზანშეწონილია მხოლოდ ერთი მხარის პასკვილების გამოქვეყნება? Რას ემსახურება ეს ყველაფერი? Ნუთუ ასე უჭირს მედიას, რომ ფულის სანაცვლოდ მათთვის ნებისმიერი შეკვეთილი წერილის გამოქვეყნება მისაღებია? Რა არის დღეს მედია? ინფორმაციის მიღების წყარო, თუ მხოლოდ მშრალი ბიზნესი, თუ როგორ იშოვო ფული ზნეობის გარეშე!”
“გურია ნიუსი” ამ თემას სასამართლო განხილვის ან ახალი გარემოებების გარეშე, აღარ მიუბრუნდება.