თათია გაბუნია (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): „ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვყავდა და ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი დღევანდელი დღისთვის. ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს დღევანდელ თამაშში. საინტერესო შეხვედრა იყო. დიდი მოლოდინები გვქონდა, მოსამზადებელი ეტაპიც საინტერესო იყო, რამაც საბოლოო შედეგამდე მიგვიყვანა. მადლობა გოგონებს, რომ თამაში დადებითი შედეგით დავასრულეთ.
ცოტა უცნაური შეგრძნებაა, როდესაც ტრიბუნებიდან შენი სახელი ისმის. ძალიან სასიამოვნოა და უფრო მეტის გაკეთების სურვილს განიჭებს. გინდა, რომ იმაზე უფრო მაგარი იყო, ვიდრე დღეს ხარ. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ჩვენს გვერდით იდგა“. _ თქვა საქართველო-ლიეტუვის მატჩის შემდეგ ჩვენი ნაკრების მეკარემ, თათია გაბუნიამ.