მართლმადიდებელი სამყარო ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. „ხარება“ ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია ქრისტიანულ ეკლესიაში.
ლუკას სახარების (1,28-35) მიხედვით, ამ დღეს გაბრიელ მთავარანგელოზმა მარიამ ღვთისმშობელს ახარა, რომ იგი შობდა იესო ქრისტეს, ძეს ღვთისას.
ქრისტოლოგიაში ხარების დღესასწაული ითვლება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად, საუკუნეების განმავლობაში დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.