ცოტა ხნის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნახახულევთან.
როგორც ირკვევა, მიკროავტობუსი, რომელსაც უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა და არხში ჩავარდა. დაშავებულია ათამდე ადამიანი.
ინფორმაცია “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა.
როგორც შალვა ძალვა ძაგნიძე აცხადებს, ტურისტები ლიტვიდან არიან. დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაჰყავთ. მსხვერპლი არ არის.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამედიცინო ბრიგადები.
ავტორი